ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

5 მარტი, 2022

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლების - ტიბაანის, მაჩხაანის და ხირსის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფელში არსებული საჭირობებიდან გამომდინარე პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები წარმოადგინა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2022

 

გააზიარე