ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

29 მარტი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 20 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსახoრციელებელი პროექტების ნუსხა სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
პრიორიტეტული პროექტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტში ჩატარდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი გამოიყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.
 
გააზიარე