ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

7 თებერვალი, 2023
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სოფლების - ხირსის, ტიბაანის და ქვემო მაჩხაანის მოსახლეობას შეხვდნენ.
საკონსულტაციო შეხვედრებზე, ადგილობრივებმა შიდა საუბნო გზებზე გარე განათებას და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მიანიჭეს უპირატესობა.

 

გააზიარე