სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.