სპორტული ინვენტარის გადაცემა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილთან და ა(ა)იპ სპორტული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ შოთა ბეგიაშვილთან ერთად, ძიუდოს სექციის მწვრთნელებს შეხვდა.
მალხაზ ბეგიაშვილმა თითოეულ მათგანს სპორტული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდეს, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ძიუდოს მწვრთნელებს და სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.