ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტული ინვენტარის გადაცემა

11 ივლისი, 2024

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით რეგიონებში კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად გრძელდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეკომენდაციითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის აქტიური ჩართულობით, წნორის ახალაშენებულ დარბაზში არსებული სპორტული ლინოლეუმი ხის თანამედროვე საფარით შეიცვალა და მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული პროგრამით დარბაზმა ტაბლო და 24 წამის დამთვლელი მოწყობილობა მიიღო, იგი სრულად აკმაყოფილებს კალათბურთის თანამედროვე სტანდარტებს.

საჭირო ინვენტარის მისაღებად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შალვა ონიანთან შესახვედრად ახალ დარბაზში იმყოფებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მოადგილეები: დავით დურგლიშვილი და გოჩა ვარდიაშვილი, მერის წარმომადგენელი ქალაქ წნორის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ მათეშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი, ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი შოთა ბეგიაშვილი და კალათბურთის სექციის მწვრთნელი გიორგი გურაშვილი.

 

გააზიარე