სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სოფელ ხირსაში
სოფელ ხირსაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულა.
მოედნის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.