სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის 23 მარტიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, დავით დურგლიშვილს და მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი მათთვის ინფორმაციის გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა იყო.