სტიქიური ნაგავსაყრელის გაწმენდა საქობოში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელის გაწმენდა მიმდინარეობს.
გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი გაეცნო.
საქობოში სტიქიური ნაგავსაყრელის გასუფთავებას ააიპ კომუნალური სამსახური ახორციელებს.
მალხაზ ბეგიაშვილის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები სტიქიური ნაგავსაყრელების იდენტიფიკაციასა და აღწერილობაზე მუშაობენ.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნაგავსაყრელების უმრავლესობა იდენტიფიცირებულია, ხოლო მათი გასუფთავება და კონსერვაცია ეტაპობრივად მოხდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს - ნუ დაანაგვიანებთ გარემოს! ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.