ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თანამშრომლობის მემორანდუმი

10 აგვისტო, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ახალგაზრდებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას, კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებას და ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსში მონაწილეობას სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 ახალგაზრდა მიიღებს.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ლეგიონის ძირითადი საქმიანობაა 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის (ძირითადად 14-29 ასაკი) დაწყებითი სამხედრო სალაშქრო მომზადების კურსების ჩატარება, სამხედრო-ისტორიის კვლევა.
ლეგიონის ოფიციალური პარტნიორია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო!

 

გააზიარე