თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის კურთხევა
დღეს, სოფელ ბოდბეში თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა.
ტაძრის კურთხევის ცერემონიალს და სადღესასწაულო წირვას ადგილობრივ მრევლთან ერთად პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი ესწრებოდნენ.
თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის სარემონტო სამუშაოები ახლახანს დასრულდა. ტაძარი ძველი ეკლესიის საძირკველზე აშენდა, რაც ადგილობრივებისთვის ძალიან სასიხარულოა. თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი დღეიდან მოქმედია და ადგილობრივი მრევლისთვის წირვა-ლოცვა მუდმივ რეჟიმში აღევლინება.