ტრანსპორტის მობილობის სტრატეგიული გეგმა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კომპანია STS-ის წარმომადგენლემა შეხვედრა გამართეს, სადაც ქალაქის მულტიმოდალური ტრანსპორტის მობილობის სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა მოხდა.
აღნიშნული სტრატეგია ქალაქ სიღნაღში სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმარების პროცესში კომპანიასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად იყო ჩართული, რაც გეგმაში ორმხრივი შეთანხმების შედეგად შეტანილი ცვლილებებით გამოიხატა.
საჯარო განხილვაზე კომპანიის წარმომადგენლებსა და დამსწრე პირებს შორის კვლავ აქტიურად მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გაჩნდა ახალი იდეები.
პრეზენტაციას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
პროექტი „ჯიაიზეტის“ (GIZ-ის) და საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილდება.