ტრენერთა ტრენინგი
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებითა და მხარდაჭერით STEAM ტრენერთა ტრენინგი (TOT) - ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონიკისა და პროგრამირების მიმართულებით ხორციელდება.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა, რომელთაც სურთ საქართველოს მასშტაბით ტრენერად/პედაგოგად მუშაობა, შეიძინონ პროგრამირების საბაზო უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე, 2021 წლის 12 მაისამდე: https://cutt.ly/XvX1fgq
ტრენინგში მონაწილეობისთვის, სასურველია მინიმუმ ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება:
ელექტრონიკის საფუძვლების ცოდნა
არდუინოს ან სხვა მიკროპროცესორების დაპროგრამების გამოცდილება
ფიზიკის და სხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინების ცოდნა
დაწყების თარიღი: 31 მაისი, 2021;
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე;
ტრენინგის ფორმატი: ფიზიკური + online;
დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისთვის დაუკავშირდით გურჯაანის ტექნოპარკს
გისურვებთ წარმატებას!