ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრენინგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მენეჯერებისთვის

20 ივნისი, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მენეჯერების და მენეჯერის თანაშემწეებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მხარდაჭერა საქართველოს“ მიერ ტრენინგები ტარდება.

ტრენინგების თემაა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვა და მენეჯმენტი“, რომელიც მოიცავს ოთხ თემას:

1) ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მენეჯმენტი;

2) ადრეული აღზრდისა და განათლების საკანონმდებლო ბაზა;

3) ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მოთხოვნები;

4) ადრეული აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მიმოხილვა;

ტრენინგები ორი დღე გაგრძელდება.

 

გააზიარე