ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთის დელეგაციის ვიზიტი სიღნაღის მუნიციპალიტეტში

18 აგვისტო, 2021

#დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტი თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს. სიღნაღი თურქეთის ერთ-ერთ ქალაქს, - ორთაჰისარს დაუმეგობრდა. როგორც ცნობილია, დაბა ორთაჰისარი ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს სამშობლოა. სწორედ ამიტომ, ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს სიმბოლურ ადგილზე, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში მოეწერა ხელი.

მემორანდუმის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიამდე დელეგაციის წევრები სიღნაღის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ და ქართული კულტურის შესანიშნავ და უძველეს ნიმუშებს, ასევე, ფიროსმანის შემოქმედებას გაეცნენ, რის შემდეგაც ორთაჰისარის მერს მუსტაფა ათეშს და ვიზიტად მყოფ სტუმრებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა. მათ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დამეგობრების მემორანდუმის ხელმოწერის პროცესს, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ მეუფე იაკობთან და მონსატრის იღუმენიასთან ერთად მონასტრის ეზოში სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი გამოფენა დაათვალიერეს.

ამავე დღეს, მონასტერში ორ მხარეს შორის დიალოგი გაიმართა, სადაც ისაუბრეს წმინდა ნინოს ცხოვრების, მისი ღვაწლის შესახებ. აქვე დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

#სიღნაღისმერია

#ორთაჰისარი

#წმინდანინო

 

გააზიარე