უწყვეტი წყალმომარაგება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - ანაგაში, ვაქირში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში წყალმომარაგების პროექტი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
უახლოეს მომავალში პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები საქობოში, ტიბაანში, ქვ.ბოდბესა და ქვ.მაღაროში დაიწყება.
24-საათიანი წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, რომელზეც 35 მილიონი ლარი დაიხარჯება.