ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი

2 April, 2021

 სოფელ ანაგასა და ვაქირში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 ამ დროისთვის ანაგაში 20 კმ სიგრძის ქსელი უკვე მოწყობილია, ასევე, წყლის მილები 548 აბონენტამდეა მიყვანილი.

 აპრილის ბოლოს ჭაბურღილის ბურღვა და პარალელურ რეჟიმში რეზერვუარის მოწყობა განხორციელდება.

 რაც შეეხება სოფელ ვაქირს, აქაც სამუშაოები აქტიურად მიდის. ჯამში 10 კილომეტრის სიგრძის დაქსელვა და 250 აბონენტამდე ქსელის მიყვანა მოხდება.

  ორივე სოფელში დაგეგმილია მარეგულირებელი ურდულების და საქლორატორის მოწყობა, რაც შემდგომში ქსელის ექსპლოატაციას ბევრად პრაქტიკულს გახდის და მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.

  აქვე გაცნობებთ, რომ მსგავსი სამუშაოები ერთ კვირაში სოფელ ბოდბისხევშიც დაიწყება.

 შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.

  პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 

#სიღნაღისმერია

#წყალიყველასოფელში

 

გააზიარე