ვანო ჯიმშიტაშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
ვანო ჯიმშიტაშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ფინალში მან დაძაბულ ორთაბრძოლაში სომეხ სპორტსმენს სძლია.
შეჯიბრი მიმდინარე წლის 30-31 მარტს სომხეთში, ქალაქ ერევანში ჩატარდა. როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო ტურნირზე ტაილანდურ კრივში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ქალაქ წნორის კიკბოქსინგის და კრივის სექციის სპორტსმენი ვანო ჯიმშიტაშვილიც ასპარეზობდა.
ტურნირზე ხუთი ქვეყნის სპორტსმენმა იასპარეზა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების თხუთმეტმა წევრმა.
საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ნაკრების რვა სპორტსმენმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილები მოიპოვა. მათ შორისაა ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ქალაქ წნორის კიკბოქსინგის და კრივის სექციის წარმატებული სპორტსმენი ვანო ჯიმშიტაშვილი. მან სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე გამარჯვებით დაასრულა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მას მიღწეულ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.