ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვანო სარაჯიშვილის მუზეუმში დოკუმენტური ფილმის, „ტკბილ ჰანგთა მეფის“პრემიერა გაიმართა

11 ოქტომბერი, 2022
სიღნაღში მდებარე ვანო სარაჯიშვილის მუზეუმში დოკუმენტური ფილმის, „ტკბილ ჰანგთა მეფის“პრემიერა გაიმართა.
ფილმი საქართველოს ბულბულად წოდებული, ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლის, ვანო სარაჯიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეძღვნება.
ფილმში თავმოყრილია დოკუმენტური მასალა, როგორცაა ვანოს ხმის ჩანაწერები, მისი სასცენო როლის ამსახველი კადრები და ცხოვრებისუელი ეპიზოდები.
ფილმის სცენარის ავტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი გელა ქოქიაშვილია. მან ფილმი რეჟისორ ლევან ქიქავასთან ერთად გადაიღო, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდა.
აღნიშნული ფილმის ნახვა სარაჯიშვილის მუზეუმში მისული ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი.
ასევე, მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს კიდევ ერთი ფილმის, - „მამის მკვლელის“ ნახვის საშუალებაც ექნება, სადაც მთავარ როლს ნატო ვაჩნაძესთან ერთად ვანო სარაჯიშვილი ასრულებს.

 

 

გააზიარე