ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვანო სარაჯიშვილის საიუბილეო დღე

1 May, 2023
დღეს, საქართველოს ბულბულად წოდებულ, ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელს, პროფესიული ვოკალური კულტურის ამაღორძინებელს, სიღნაღის საამაყო შვილს, ვანო სარაჯიშვილს დაბადებიდან 144 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმში დოკუმენტური ფილმის - „ტკბილ ჰანგთა მეფის“ ჩვენება გაიმართა. ფილმი მის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეხება, რომელშიც თავმოყრილია დოკუმენტური მასალა, მომღერლის ხმის ჩანაწერები და ცხოვრებისეული ეპიზოდები.
ამავე დღით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მისივე სახელობის ბაღში თეთრი ვარდები და მიხაკები დაირგო.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვანო სარაჯიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვილი ჩატარდა.

 

გააზიარე