Wings For life – World Run
სიღნაღის მუნიციპალიტეტი მასშტაბურ საერთაშორისო საქველმოქმედო მსოფლიო რბენას „Wings For life – World Run“ შეუერთდა.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით განხორციელდა.
ღონისძიების რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კი სამედიცინო კვლევებს მოხმარდება, რომელთა მიზანია, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნება (თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში).
ასევე, ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.