ზაფხულის ღამის ფესტივალი
29 ივლისს, ქალაქ სიღნაღში, მერიისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უკვე ტრადიციად ქცეული, ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის სპონსორები არიან: ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია საქართველოში და აგრო ვესტი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მათ თანამშრომლობისათვის.
სტუმრად მოსულ მაყურებელს სიღნაღში ცნობილი მუსიკოსები - ზაზა მარჯანიშვილი, რომა რცხილაძე, "ნალი ბენდი", "ბენდი +995" დახვდება.
ფესტივალის პარალელურად, ქალაქ სიღნაღში ღვინის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენის დასაწყისი - 18:00 საათი.
კონცერტის დასაწყისი - 20:00 საათი.
მისამართი: ქეთევან წამებული ქუჩა.
მობრძანდით, წინ დაუვიწყარი საღამო გელოდებათ!