ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჟურნალ „ლიტერატურული სიღნაღის“ პრეზენტაცია

30 მარტი, 2023
ქალაქ სიღნაღის ბიბლიოთეკაში ჟურნალ „ლიტერატურული სიღნაღის“ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, ლიტერატურის მოყვარულები და რედკოლეგიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლიტერატურული ალმანახის რედაქტორმა, ანზორ სიფრაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ჟურნალი წარუდგინა, ისაუბრა მასში განთავსებულ ნაწარმოებებზე და მათ ავტორებზე, რის შემდეგაც, შეკრებილმა მწერლებმა და პოეტებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.
ანზორ სიფრაშვილმა და რედკოლეგიის წევრებმა მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისა და ალმანახის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ჟურნალი „ლიტერატურული სიღნაღი“ შინაარსით მრავალფეროვანია და ის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მწერლების და პოეტების შემოქმედებას აერთიანებს.

 

გააზიარე