ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაკურციხე-წნორის ახალი შემოვლითი გზის პროექტი

26 დეკემბერი, 2022
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ქალაქ წნორში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილობრივებს ახალი პროექტი - ბაკურციხე-წნორის ახალი შემოვლითი გზის რეაბილიტაცია გააცნეს და მის მიზნობრიობაზე ისაუბრეს.შეხვედრაზე ასევე, განიხილეს გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე კერძო მფლობელობაში არსებული მიწების კომპენსაციის საკითხი.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნული მონაკვეთი, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორს, 6 მიმდებარე სოფელს და ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა.

 

 

გააზიარე