ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გენდერული ძალადობის 16-დღიანი კამპანია

13 დეკემბერი, 2022
10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდა გენდერული ძალადობის 16-დღიანი კამპანია, რომლის ფარგლებშიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების საინფორმაციო ხასიათის გასვლითი შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირ ,,ქედელი“-ში გაიმართა. შეხვედრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრებში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ეთერ შიუკაშვილი და ნათია ფიცხელაური, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებული ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ია ფირაშვილი.
 
კამპანიის მიზანი ძალადობის შესახებ არსებული სახელმწიფო სერვისების, ადგილობრივი სოციალური სამსახურის პროგრამის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის და მუნიციპალურ ,,ქალთა ოთახის'' სერვისების გაცნობას ემსახურებოდა. მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული მსგავსი ტიპის კამპანიებში და ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.
 
კამპანიის ძირითადი გზავნილი იყო:

 

 

გააზიარე