ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“

15 დეკემბერი, 2021

✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა ექვსი საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.

✅ ფინალურ ტურში გამარჯვებულ საქობოს საჯარო სკოლის გუნდს - „რაგნაროკს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით დურგლიშვილმა ინტქლექტუალური თამაშის სიმბოლო - ბუ და წიგნები გადასცა.

✅ ფინალის სამეულში გასული გუნდის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.

✅ ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

✅ ინტელექტუალური თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიგეგმა. 

 

გააზიარე