სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება
1 თებერვლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეებთან შეხვედრებს გამართავენ. ადგილობრივი მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასახლებებში პროექტის შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე, მოქალაქეებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ეძლევათ, მათ შორის, ინფორმაციის მიღების, საპროექტო წინადადების შემუშავების, მათი წარდგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის სახით.
მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი, მუნიციპალიტეტის გვერდზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ, მერის წარმომადგენლებს ან მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.